სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-მ 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით კრედიტი მოიზიდა

მოზიდული სახსრები მიმართული იქნება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისაკენ

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-მ მოიზიდა კრედიტი 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“-ს ჯგუფის საიმედო პარტნიორ - CITIBANK,N.A.-სგან. მოზიდული სახსრები მიმართული იქნება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისაკენ. აღნიშნული გარიგების უზრუნველყოფას წარმოადგენს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ს ძირითადი აქციონერის - ღია სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“-ს საბანკო გარანტია.

საქართველოს რეზიდენტი ბანკი - სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“ (www.ibaz.ge) -ახორციელებს საბანკო საქმიანობას საქართველოში 2007 წლიდან. ბანკის ერთ-ერთი ძირითადი აქციონერია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უმსხვილესი ბანკი - ღსს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“ (www.ibar.az).

R