2021 წლის ცხრა თვეში ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 163.558 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, მაშინ, როცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტმა 149.737 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, პანდემიურ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში კი, საქართველომ 141 მლნ აშშ დოლარის ღვინო გაყიდა. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
2021 წელს, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის ოდენობაც. ჯამში, იანვარ-სექტემბერში მსოფლიოს 60 ქვეყანაში 54,985 ტონა ღვინო გავიდა, 2019 წლის 9 თვეში კი 47,395 ტონა ღვინო.
,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 ქვეყანას, სადაც საქართველო ღვინოს ყიდის:
ინფორმაციისთვის, აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს, ყურძნის ნატურალურ ღვინოებს (ცქრიალა ღვინოების გარდა) 2 ლ ან ნაკლები ტევადობის ჭურჭელში.