სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 30 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6700-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 321 243 პირი დაინფიცირდა, 282 866 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ქვეყანაში 613 846 მოქალაქემ, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 30%-მა მიიღო, სრულად ვაქცინირებული კი - 276 948 პირია.