ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2021 წლის მე-3 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, გასული წლისა თუ კვარტალისგან განსხვავებით, ფაქტობრივად, ყველა ბანკი გავიდა მოგებაზე. ზარალზე მხოლოდ 1 ბანკი - „პაშა“ ბანკია.
მათ შორის, ანგარიშგებების მიხედვით, 2021 წლის მე-3 კვარტალში მოგებაზე გავიდა ორი დიდი ბანკი - „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“. კერძოდ, „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში - 735 565 005 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 755 587 736 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, მე-3 კვარტალის მონაცემებით, 658 175 300 ლარის ოდენობის მოგება ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 608 204 685 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სხვა ბანკების 2021 წლის მე-3 კვარტალის მოგების მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება: