საქართველოდან უკვე 171 ათასი დოლარის მანდარინი გავიდა - სად ვყიდით ციტრუსს

2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 478 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტის ღირებულებამ 171 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 100%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 54%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში:

  • სომხეთი - 383 ტონა
  • რუსეთი - 67 ტონა
  • უკრაინა - 18 ტონა
  • სლოვენია - 10 ტონა