3D პრინტერით შექმნილი ავტომობილი Shelby Cobra

ოკ-რიჯის ეროვნული ლაბორატორიის წარმომადგენლებმა, 2015 წელს, დეტროიტში გამართულ ავტოშოუზე სპორტული ავტომობილის, Shelby Cobra-ს 1965 წლის მოდელის ზუსტი ანალოგი წარმოადგინეს.

3D პრინტერის მიერ შექმნილი ავტომობილი, Shelby Cobra-ს 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ააწყეს. თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შექმნის მთლიანმა პროცესმა, კონცეფციის შემუშავებიდან დაწყებული, წვრილმანი დეტალებით დამთავრებული, მხოლოდ 6 კვირა დაიკავა. გარეგნულად, 635 კილოგრამიანი ავტომობილი Shelby Cobra არაფრით განსხვავდება ორიგინალისგან. გამონაკლისს მხოლოდ ციფრული დისფლეი წარმოადგენს და ის, რომ მისი საბარგულის მიღმა 228 კილოგრამის წონის ნაწილები და დეტალები იმალება, რომელიც სამგანზომილებიანი პრინტერისა და 20%-იანი ნახშირბადის ბოჭკოსგანაა დამზადებული.