რუსეთში კორონავირუსის 39 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 190 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 1 190 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 248 004 -მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 39 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რუსეთში ჯამში, ინფიცირების 8 834 495 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 7.58 მილიონზე მეტი პაციენტი, აქედან 25 582- ბოლო 24 საათში.

პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.