იაპონია ეკონომიკისა და მოსახლეობის მხარდასაჭერად 265-მილიარდიან პაკეტს მიიღებს

იაპონიის ხელისუფლება ეკონომიკისა და მოსახლეობის მხარდასაჭერი ახალი პაკეტის მიღებას გეგმავს, რომელიც მიმართული იქნება კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულებისთვის და რომლის მოცულობაა 30 ტრილიონი ვონი (265 მლრდ აშშ დოლარი). ამის შესახებ სააგენტო Kyodo წერს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პაკეტში შევა ასევე ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის, სადაც 18 წლამდე ასაკის ბავშვი ცხოვრობს, გასაცემი 100 ათასი იენი (880 აშშ დოლარი). მოსალოდნელია, რომ ამ პაკეტის შესახებ ქვეყანის ხელისუფლება ოფიციალურად 19 ნოემბერს გამოაცხადებს. მანამდე ითქვა, რომ ერთჯერადი დახმარება გაიცემოდა ყველა ბავშვიან ოჯახზე, მიუხედავად მათი შემოსავლებისა.

ხელისუფელბა ასევე განიხილავს მოსახლეობისთვის ქულების დარიცხვის სისტემას, რომლის მოცულობა 30 ათასი იენია (265 აშშ დოლარი). საუბარია საიდენტიფიკაციო ქულების სისტემაზე, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნება მისი დახარჯვა და სხვადასხვა მომსახურების გადახდა.

გასულ წელს იაპონიის თითოეულმა მოქალაქემ და იაპონიაში მცხოვრებმა ყველა უცხოელმა მიიღო 100 ათასი იენის ერთჯერადი დახმარება, რომელიც გაიცა პანდემიისგან დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.

კოკა კვირკველია