მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას კიდევ ზრდის - ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი

2022 წელს მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას საერთო ჯამში 12.980 მლნ ლარით ზრდის. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში მაუწყებლისთვის გამოყოფილია 82.180 მლნ ლარი, მაშინ, როცა პირველად ვარიანტში ეს თანხა 81.810 მლნ ლარი იყო.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი 69.2 მილიონი ლარით ფინანსდებოდა.

ცნობისათვის, ეს არის 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.