თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უკვე ცდილობენ, რომ სტუდენტის სამომავლო კარიერული წარმატება მათ კედლებში მიღებულ ცოდნასთან იყოს მჭიდროდ დაკავშირებული. აღნიშნული ცოდნა კი უნდა ერგებოდეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოთხოვნებს და პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რაც დღეს თითოეული სტუდენტის, კურსდამთავრებულის, დასაქმებულისა თუ დამსაქმებლის წინაშე დგას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ პროცესში უნივერსიტეტის როლია, რომელიც აუცილებლად უნდა ეხმარებოდეს სტუდენტს ისეთი უნარების განვითარებაში, რომლებიც მისცემს მას მიღებული განათლების პრაქტიკაში გამოყენების რეალურ შესაძლებლობას.
როგორ უნდა განახორციელოს უნივერსიტეტმა ეს ურთულესი ამოცანა? - როგორც „ალტე უნივერსიტეტში“ განგვიმარტეს, აღნიშნული მიზნის მიღწევა უწყვეტი განვითარებით არის შესაძლებელი:
„გვჯერა, რომ მუდმივი განვითარება სჭირდება როგორც სტუდენტს, ასევე ჩვენ, რათა ყოველთვის რეალობაზე მორგებული და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა გავცეთ“, - განგვიმარტა უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანი ამირანაშვილმა.
სწორედ უწყვეტი განვითარების გზა გახდა აღნიშნული უნივერსიტეტის მოდერნიზაციისა და მთავარი კონცეფციის ცვლილების მიზეზი. დღეიდან უკვე „ალტე უნივერსიტეტი“, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ სახელით 20 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, სტუდენტებს სულ სხვა სახის ცოდნის მიღებას სთავაზობს, რის შესახებაც BPN დეტალურად მოგიყვებათ:
„ალტე უნივერსიტეტს“ რებრენდინგის შედეგად აქვს, როგორც ახალი სახელი და ლოგო, ისე მოდერნიზებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებშიც დიდი დოზით შეგხვდებათ პრაქტიკული კომპონენტი და ანტრეპრენერული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები. გარდა ამისა, სრულად განახლდა სამოქმედო სტრატეგია და აკადემიური პერსონალის შემადგენლობაც სფეროს მოწინავე პრაქტიკოსებით შეივსო.
გვჯერა, რომ უნივერსიტეტი არ არის დაწესებულება, სადაც სტუდენტები მხოლოდ 4 წელს ატარებენ და დასრულების შემდეგ საერთოდ წყვეტენ მასთან ბმას. უფრო მეტიც, გვსურს, რომ ვიყოთ მათი პარტნიორები. სწორედ ამიტომ, რებრენდინგის შედეგად შევქმენით სივრცე, რომელიც სტუდენტს მუდმივ განვითარებაში უწყობს ხელს. ჩვენი ხედვით, უნივერსიტეტი თითოეულ მათგანს აუცილებლად უნდა უქმნიდეს თვითგანვითარების გაგრძელების საფუძველს, რათა ყველამ იპოვოს და განავითაროს საკუთარ თავში ის უნიკალური უნარები და შესაძლებლობები, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევს.
დღეს სამყარო იმდენად სწრაფად იცვლება, რომ თუ უნივერსიტეტმა თავისი კურსდამთავრებული ამ რეალობისთვის, მასთან ადაპტაციისთვის არ მოამზადა, გაუჭირდება, თავის საქმეში პროფესიონალად და კონკურენტუნარიანად ჩამოყალიბება. განათლება არის ის, რაც უნდა გახდეს მუდმივი განვითარების საფუძველი და სწორედ ამ სტრატეგიის გარშემო შევქმენით ახალი ბრენდი“, - აღნიშნავს ანი ამირანაშვილი.
რაზე იქნება ორიენტირებული „ალტე უნივერსიტეტი“?
„ალტე უნივერსიტეტის“ რებრენდინგზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა იტალიური სააგენტო DINN. „ალტე“ - ეს არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს „უმაღლეს მწვერვალს“ და ამ წერტილამდე მისასვლელ გზას. უნივერსიტეტის ლოგო კი გამოსახავს სამკუთხედს, რომლის წვერიც ზემოთ არის მიმართული და, როდესაც უყურებ, თითქოს წარმოიდგენ, რომ ფიგურა ზევით მიიწევს. აღნიშნული სიმბოლო გამოხატავს სტუდენტს, რომელიც განვითარების უწყვეტ გზას გადის, ხოლო დიდი ფიგურის ქვეშ მოთავსებული პატარა სამკუთხედი თითქოს მას მოძრაობის მუხტს აძლევს და ამაში ალეგორიულად იგულისხმება უნივერსიტეტი. ის არის ძალა, რომელიც სტუდენტს უქმნის ფუნდამენტს, აძლევს ბიძგსა და მოტივაციას საიმისოდ, რომ განვითარების გზაზე არასდროს გაჩერდეს.
რებრენდინგის პროცესში ჩართულები იყვნენ სააგენტო DINN-ის წამყვანი სპეციალისტები ანდრეა ბორსეტო (Andrea Borsetto) - მომხმარებლის ლიდერი, რობერტო სპაგნოლო და მატეო პიეტრა (Roberto Spagnolo და Matteo Pietra) და ასევე, ანდრეა პირბონი (Andrea Pierbon) - სტრატეგი. მათ წარმოადგინეს კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე უნივერსიტეტი.
„ალტე უნივერსიტეტის, როგორც ნოვატორული საგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა არის ძალიან საინტერესო. „ჩვენ გვჭირდება ისეთი კულტურული და საგანმანათლებლო ცვლილება, რომელიც გავლენას მოახდენს ქვეყნის განვითარებაზე“ - ეს გვიპასუხეს უნივერსიტეტის მფლობელებმა, როდესაც ვკითხეთ, თუ რატომ გადაწყვიტეს ინვესტიცია სწორედ აღნიშნული უნივერსიტეტის განვითარებაში ჩაედოთ და სწორედ ამიტომ შეიქმნა ALTE University, რომელიც თავის სტუდენტებს სთავაზობს პოზიტიურ და განსხვავებულ საგანმანათლებლო სივრცეს იმისთვის, რომ ისინი გახდნენ წარმატებულები და უკეთესი პროფესიონალები. ALTE-სთვის მნიშვნელოვანია წვლილი შეიტანოს, როგორც სტუდენტების, ასევე საზოგადოების აზროვნების ფორმირების პროცესში და შექმნას მოქნილი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც არამარტო სტუდენტებისთვის, არამედ კურსდამთავრებულებისთვისაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შექმნის განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ აქ დასახულ მიზნებს ადამიანებმა რეალურად მიაღწიონ და შექმნან დამატებითი ღირებულება იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ“, - აღნიშნა DINN-ის წარმომადგენელმა.
მათივე თქმით, თუ დაუსვამენ შეკითხვას, „რა არის „ალტე უნივერსიტეტი?“, ისინი უპასუხებდნენ, რომ ეს არის თანამედროვე, მეგობრული, სასიამოვნო გარემოს მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მხარს უჭერს ინდივიდუალიზმსა და კრეატიულობას, მაგრამ ამასთანავე არის მომთხოვნი და გამოწვევებით სავსე. თუკი გსურს, რომ წარმატებას მიაღწიო, „ალტე უნივერსიტეტი“, რა თქმა უნდა, დაგიჭერს მხარს, თუმცა მოითხოვს შენს ჩართულობასა და ძალისხმევას.
„ალტე უნივერსიტეტის“ მიზანია უახლოეს მომავალში იქცეს იმ ქართველი და უცხოელი სტუდენტების მიზიდულობის ცენტრად, რომელთაც სურთ, სწავლის პროცესში მეტი პრაქტიკა ჰქონდეთ, მეტად ზრუნავდნენ მათ განვითარებაზე და არასდროს დაკარგონ მოტივაცია, რომ იყვნენ პირველები და განსაკუთრებულები.
(R)