ლიტვაში კიდევ ერთი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა შეაჩერეს

ლიტვაში კიდევ ერთი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა შეაჩერეს.

ლიტვური მედიის ინფორმაციით, ვილნიუსის რეგიონული ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსული "რენ ტვ ბალტიას" მაუწყებლობა ლიტვის ტერიტორიაზე სამი თვით შეჩერდა.  ლიტვის ტელევიზიებისა და რადიომაუწყებლობის კომისიის განცხადებით, "რენ ტვ ბალტია" ტენდენციურად და ცალსახად აშუქებდა უკრაინაში არსებულ კონფლიქტს.

7 იანვარს კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ლიტვაში НТВ Мир და РТР Планета-ს პროგრამების შეჩერების თაობაზე. ლიტვის ტელევიზიებისა და რადიომაუწყებლობის კომისიის განცხადებით, არხების გადაცემების რეტრანსლაცია იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსულ ტელეარხებთან შეთანხმება იქნება მიღწეული.