კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მთელ სისტემაში ხელფასები იანვრიდან 10%-ით გაიზრდება. აღნიშნულს გულისხმობს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი.
პროექტის განახლებული ვარიანტის მიხედვით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 13,8 მლნ ლარით, რომლის ფარგლებში სხვა ღონისძიებებთან ერთად გათვალისწინებულია სამინისტროს მთელ სისტემაში ხელფასების 10%-იანი ზრდის რესურსი.
ასევე, დამატებითი თანხებია გამოყოფილი ჩვენი სპორტსმენების ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე მონაწილეობის ხარჯების დასაფინანსებლად.