მიმდინარე სავაჭრო სესიის ფარგლებში კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი 4,69%-ით არის გაზრდილი და პირველად ამ ციფრული ვალუტის ისტორიაში 68 ათას დოლარს გასცდა. აღნიშნულის შესახებ მოწმობს Coindesk-ის ამ დილის მონაცემები, რომლის თანახმად თბილისის დროით 7:44 საათისთვის ამ კრიპტოვალუტის ფასმა 68,230 დოლარს მიაღწია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტების საერთო კაპიტალიზაციამ 3,3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამას კი ხელი შეუწყო როგორც ბიტკოინის, ასევე ეთერიუმის ფასის ზრდამ. მიუხედავად ამ ზრდისა, კრიპტოვალუტის ბაზარი მუდმივად დემონსტრირებს მოწყვლადობას, რამდენიმე თვის წინ ბიტკოინის ფასმა რეკორდული სიმაღლეების შემდეგ, მნიშვნელოვნად იკლო.