პურის საცხობები, თონეები, საშაურმეები, სურსათის მაღაზიები - რამდენ ობიექტში დაადგინა სეს-მა კრიტიკული შეუსაბამობა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში, მონიტორინგის ფარგლებში, აიღეს და ლაბორატორიულად გამოიკვლიეს სურსათისა და სასმელი წყლის 650-მდე ნიმუში/სინჯი - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, კრიტიკული შეუსაბამობა 78 ბიზნეს ოპერატორს დაუდგინდა. 650 აღებული ნიმუშიდან, 78 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობა დადგინდა. მათგან, ყველაზე მეტი პურის საცხობი, თონე, საშაურმე და სურსათის მაღაზიაა. ასევე, ჩამონათვალშია რესტორნები, კაფე-ბარები, ცხოველთა სასაკლაოები, ხორცის სარეალიზაციო მაღაზიები, საცხობები, სასტუმროს სამზარეულოები, მზა კერძების წარმოება და სხვა ობიექტები.

კრიტიკულ შეუსაბამობებში კი, ძირითადად წერია, რომ - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, ან არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია. ასევე დარღვევებს შორისაა კონდენსანტის წარმოქმნა, არ ტარდება სათანადო დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია.

ინფორმაციისთვის, კრიტიკული შესაბამისობის შემთხვევაში სანქცია ფულადი ჯარიმა 1000 ლარი და საწარმოო პროცესის შეჩერებაა შეუსაბამობის გამოსწორებამდე.

თამარ მუკბანიანი