Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1500 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1500 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1525 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 9 ნოემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1571 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6597 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.