გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კვლევა ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, კვლევის მიზანია გარემოსდაცვითი და აგრარული ინფორმაციისა და განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა.
„კითხვარის შევსებას დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება. კვლევა მოიცავს კითხვებს, რომლებიც ეხება თქვენს გამოცდილებას და ხედვას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროგრამების ფარგლებში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და მისი გაუმჯობესების შესახებ.
გაითვალისწინეთ, რომ გამოკითხვა კონფიდენციალურია. გთხოვთ, იყოთ მაქსიმალურად ობიექტურები. თქვენი ხედვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
კვლევის შედეგები და მისი ინტერპრეტირება ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების თვალსაზრისს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კვლევაში მონაწილეობის მისაღებად, გადადით ბმულზე: https://forms.office.com/r/Q9JbzEbLTC