ირანი შეუერთდება კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას, თუ ქვეყანას სანაქციებს მოუხსნიან, - ამის შესახებ გაერო-ს კლიმატის სამიტზე ირანის წარმომადგენელმა ალი სალაიეგემ განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები ირანს ისეთ სფეროებში აფერხებს, როგორიცაა განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენება და ნახშირორჟანგის გამოყენების შემცირება.
„კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ირანზე ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე. ბოლო ათწლეულის მანძილზე ქვეყანაში ნალექების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მდინარეებში კი წყლის რესურსები 40%-ით არის შემცირებული. ეს უზარმაზარ გავლენას ახდენს ირანის სოფლის მეურნეობაზე“, -განაცხადა ალი სალაიეგემ.
მისი თქმით, თუ ირანს სანქციები მოეხსნება, ქვეყანა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ბუნებრივი რესურსების გამოყენებასა და კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად საკუთარი წვლილის შეტანას შეძლებს.
BBC-ის ინფორმაციით, ნახშირორჟანგის გამოყოფის მიხედვით, ირანი მე-8 ქვეყანაა მსოფლიოში და ამასთან, იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომელიც 2016 წლის პარიზის შეთანხმებას არ შეუერთდა.