ნედლი რძის 58 საწარმოდან 13-ში ბრუცელოზზე დარღვევა დაფიქსირდა - რომელ რეგიონში გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათისა და წყლის შემოწმების მესამე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, ბრუცელოზის შემთხვევები 58 შემოწმებული საწარმოდან 13- ში დაფიქსირდა. აქედან, 3 დმანისში, 1 მარნეულში, 1 თიანეთში, 2 წყალტუბოში, 1 დაბა ყაზბეგში, 2 შემთხვევაში ლოკაცია მითითებული არ არის.

უწყებამ, ასევე გამოიკვლია, წყლის და საკვების სინჯები სხვადასხვა კომპონენტებში, როგორიცაა სალმუნელა, ლისტერია, პესტიციდები, ტრანსცხიმები და ა.შ. ანგარიშიდანვე ირკვევა, რომ შემოწმებული ობიექტიდან, დარღვევა პესტიციდებზე არცერთში არ აღმოჩნდა. ასევე, შემოწმებული 54 საწარმოდან, არცერთში არ აღმოჩნდა დარღვევა ტრანსცხიმების კომპონენტში. სალმონელა კი, 27 შემოწმებული ობიექტიდან მხოლოდ ორში, ერთ საშაურმესა და ერთ პარტია ქათმის ბარკალში დაფიქსირდა.

თამარ მუკბანიანი