ნიუ-იორკის მხარდასაჭერად კრიპტოვალუტა შეიქმნა

ღია პლატფორმამ CityCoins წარმოადგინა კრიპტოვალუტა NYCCoin, რომელიც ამერიკის უმსხვილესი მეგაპოლისის ნიუ-იორკის მხარდასაჭერად შეიქმნა. განცხადების მიღება მაინინგზე ოთხშაბათს გაიხსნა, თავად „მოპოვების“ პროცესი კი ახლა იწყება.

„NYCCoin-ის მაინინგი აქტივირებული იყო ბლოკში 37449. მაინინგის სტარტი დაიწყება 24-საათიანი პერიოდის ამოწურვისთანავე“, - ნათქვამია პლატფორმის Twitter-ის გვერდზე.

პლატფორმა საშუალებას იძლევა დაგროვდეს ტოკენები, რომელთა კონვერტირება შემდგომში შესაძლებელი იქნება ბიტკოინებში Stacks ტექნოლოგიის დახმარებით. მაინერებს მიეწოდებათ მოპოვებული კრიპტოვალუტის 70%, დანარჩენი 30% კი გადამისამართდება ქალაქის კრიპტო ფონდში, რომლის გადაცვლა შემდეგ დოლარებში იქნება შესაძლებელი ქალაქის ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში. შედეგად ნიუ-იორკის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, საკუთარი წვლილი შეიტანონ საკუთარი ქალაქის კრიპტოქონებაში. აღნიშნული ტექნოლოგია უკვე მუშაობს მაიამიში, სადაც მაინინგი გახსნილია აგვისტოდან მოყოლებული.

კოკა კვირკველია