რუმინეთში კოვიდ ინფიცირებულების საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

რუმინეთის ქალაქ პლოიეშტის საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი პაციენტი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, დაშავებულია საავადმყოფოს ექთანი.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, 15 პაციენტი კი სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, ოქტომბერში, რუმინეთის ქალაქ კონსტანცას საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. თებერვალში, დედაქალაქ ბუქარესტში ხანძარს ოთხი პაციენტი ემსხვერპლა. გასული წლის ნოემბერში, პიატრა-ნიამცის საავადმყოფოს რეანიმაციაში ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.