ამერიკაში მოდის დიზაინერების დაჯილდოება Balenciaga-ს კრეატიული დირექტორისთვის, ყველაზე წარმატებული ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიასთვის, ტრიუმფით დასრულდა.
დემნამ “ქალის სამოსში წლის საერთაშორისო დიზაინერის” კატეგორიაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ეს მოდის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რომელსაც "მოდის ოსკარსაც" კი უწოდებენ.
საბჭოს, რომელმაც საუკეთესო დიზაინერები გამოავლინა, ტომ ფორდი ხელმძღვანელობდა.

დემნა გვასალიას გარდა, ამ კატეგორიაში წარდგენილნი იყვნენ: დანიელ ლი (Bottega Veneta), რაფ სიმონსი და მიუჩია პრადა (Prada), პიერპაოლო პიჩოლი (Valentino), სიმონ ჟაკმუსი (JACQUEMUS).
