ინფლაცია 2022 წელსაც მაღალი იქნება - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, 2022 წლის მარტიდან წლიური ინფლაცია შემცირებას დაიწყებს, თუმცა 6%-ზე მაღალი იქნება. იგი ასევე განმარტავს, რომ მომავალი წლის მარტიდან ინფლაციის მნიშვნელოვან შემცირებას არ უნდა ველოდოთ.

კობა გვენეტაძის თქმით, პესიმისტური მოლოდინის მიზეზი საერთაშორისო მასშტაბით გაძვირებული ნავთობი და ხორბალია, რომლის გამოც ეროვნული ბანკი მომავალი წლის ინფლაციის პროგნოზს ზრდის.

ამ ყველაფრის ფონზე კი გამოდის, რომ 2022 წელს ფასები საქართველოში ისევ სწრაფად გაიზრდება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი დონე 3%-ია, თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ მომავალ წელს ფასების ზრდა 6%-ზე მაღალი იქნება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცენტრალური ბანკის ინფლაციის მიზნობრივ დონეს ვერც მომავალ წელს ვერ დაუახლოვდება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა. არც თუ ისე დამაიმედებელია მომავალი თვეების პროგნოზი, მაგალითად თიბისი კაპიტალი ფიქრობს, რომ 2021 წლის დეკემბერში ინფლაციის დონე 14.5%-ს მიაღწევს.

ნოდარ სირბილაძე