მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საგადამხდელო ამერიკული კომპანია MasterCard Inc., 2022-2024 წლებში შემოსავლების 20%-ზე მეტით ზრდას მოელის. ამის შესახებ საუბარია კომპანიის დოკუმენტებში, რომელიც მან ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიას მიაწოდა.
კომპანია ამავე პერიოდისთვის ვარაუდობს მისი საოპერაციო მარჟის 50%-იან ზრდას, ხოლო მოგების ზრდის ტემპი ნავარაუდევია 30%-იან დიაპაზონში.
MasterCard 255 ტრილიონ დოლარად აფასებს გადახდების ბაზრის პოტენციალს, რომელშიც ბევრი გამოუყენებლი შესძლებლობა ამ დრომდე რჩება. ამ შესაძლებლობების გათვალისწინებით კი აპირებს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას სამომხმარებლო სექტორში.
MasterCard პოზიტიურად აფასებს საკუთარ პოტენციალს ისეთ სფეროებში როგორიცაა, ფულადი გადარიცხვები, კომერციული ოპერაციები და გადახდები.
ამას გარდა, კომპანია გეგმავს განავითაროს მომსახურების ბიზნესი, რომელიც როგორც მოსალოდნელია, წელს კომპანიას 6,5 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს.