Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1450 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1450 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1460 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 11 ნოემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1492 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6099 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.