ახალგაზრდობის სააგენტომ ევროკავშირის EU4Youth: Youth Engagement Roadmaps ხელმძღვანელს უმასპინძლა

ახალგაზრდობის სააგენტომ, ბრიუსელიდან, ევროკავშირის EU4Youth: Youth Engagement Roadmaps ხელმძღვანელს, კრისტიან ვაგნერს უმასპინძლა.

ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სააგენტოს, როგორც საქართველოში ახალგაზრდული სფეროს განვითარებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებასთან, მიმდინარე რეფორმის კომპონენტების განხილვა, მათ შორის სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025 და ახალგაზრდობის მონაწილეობრივი პოლიტიკის განვითარების საკითხები. ასევე, 2022 წლის სტრატეგიული თანამშრომლობის დაგეგმვა ევროკავშირთან.

მათივე ცნობით, EU4Youth: Youth Engagement Roadmaps პროექტში ჩართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა. პროექტის მიზანია აღნიშნულ ქვეყნებში, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვა, ახალგაზრდების მონაწილეობის, ტრენინგების, დასაქმების, მეწარმეობის და ინკლუზიის მიმართულებით, არსებული გამოწვევების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, სამომავლო თანამშრომლობისთვის.