Spotify-იმ აუდიო წიგნების სტრიმინგ სერვისი Findaway იყიდა

შვედურმა კომპანიამ Spotify, რომელიც ამავე სახელწოდების აუდიოსტრიმინგ სერვისს ფლობს, გააფორმა კონტრაქტი აუდიოწიგნების დისტრიბუტორ კომპანიასთან Findaway. ამის შესახებ ინფორმაცია Spotify-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

„ჩვენ მოხარულები ვართ გავაერთიანოთ ჩვენი გუნდები, თავის კლასში საუკეთესო ტექნოლოგიური პლატფორმა და სანდო აუდიოწიგნების კატალოგი Findaway, Spotify-ის გამოცდილებასთან“, - ნათქვამია კომპანიის კვლევისა და განვითარების მიმართულების დირექტორის სახელით გავცრელებულ განცხადებაში.

ამასთან, კონტრაქტის პირობები არ გასაჯაროვებულა.

კომპანია Spotify, Findaway-ის შეძენით მოელის, დააჩქაროს მისი გასვლა აუდიოწიგნების ბაზარზე. ეს არის კომპანიის მორიგი ნაბიჯი, ყველა ტიპის აუდიომასალები მოაქციოს ერთ სერვისში.

კოკა კვირკველია