მილიონერთა უძრავი ქონების კლუბი - ვარსკვლავების 6 სასახლე, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია

ბოლო წლებში ჰოლივუდში და მთელ მსოფლიოში უამრავმა უძრავმა ქონებამ ფუფუნების სტატუსი მოიპოვა. მდიდარ ბიზნესმენებსა და ცნობილ ადამიანებს უყვართ განსაკუთრებულ კომფორტში ცხოვრება, რაც ხშირად უზარმაზარ ვილებსა და მიკრო ქალაქების ინფრასტრუქტურას მოიაზრებს. როცა ბევრი ფულია დასაზოგი, ცნობილ ადამიანებს უყვართ ფულის ინვესტირება უძრავ ქონებაში, ისინი არჩევენ სახლებს, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ მსოფლიოს ნებისმიერ ძვირად ღირებულ სასტუმროს.

წარმოგიდგენთ 6 სახელგანთქმულ სასახლეს, რომელთა ფსი 100 მილიონ დოლარზე მეტია.

256059515-1592572951116535-4622580040452440630-n-1636720241.jpg

პირს ბროსნანის სასახლე მალიბუში

პირს ბროსნანი, რომელიც ცნობილია როგორც საიდუმლო აგენტი 007, ფლობს 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სასახლეს მალიბუში. Insider-ის ცნობით, სახლი 2002 წელს მას შემდეგ აშენდა, რაც მსახიობმა ჯეიმს ბონდის უახლესი ფილმის, Die Another Day გადაღება დაასრულა. ქონებას “ორქიდეის სახლს“ უწოდებენ. რალფ და რუსო ანდერსონების მიერ დაპროექტებულ სახლს აქვს ხუთი საძინებელი და თოთხმეტი აბაზანა.

255918693-567052244376937-7962911746782589886-n-1636720145.jpg

ოპრა უინფრის აღთქმული მიწა

ოპრა უინფრიმ მისისიპის პატარა ქოხში ცხოვრებიდან, უდიდეს ვილამდე ძალიან დიდი გზა გაიარა. 2001 წელს უინფრი ეწვია მამულს მონტეციტოში და შეუყვარდა იგი. მან ქონება 52 მილიონ დოლარად იყიდა და ახლა 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირს. 23000 კვ. მეტრზე გაშენებულ სასახლეს აქვს ფართო ტერასები, ბაღები და შადრევნები. აღჭურვილია ექვსი საძინებლით, თოთხმეტი სველი წერტილით, კაბინეტით, რამდენიმე მისაღები ოთახით, ბიბლიოთეკითა და სამზარეულოთი.

255502396-259001199605338-3975837048026737243-n-1636720173.jpg

ჯორჯ კლუნის სასახლე კომოს ტბაზე

ჯორჯ კლუნის კომოს ტბის სასახლე, რომელიც იტალიის ულამაზეს კომუნაში, ლაგლიოში მდებარეობს, პროვინციის ღირსშესანიშნაობაა. მსახიობმა ქონება 2002 წელს 14 მილიონ დოლარად იყიდა, ახლა კი სახლი 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ის თავდაპირველად სასტუმროში დარჩენას წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე გეგმავდა, თუმცა იქ ყოფნა ისე შეუყვარდა, რომ კლუნი და მისი მეუღლე საცხოვრებლადაც გადავიდნენ.

ტბის პირას სახლს აქვს 25 ოთახი, სამზარეულო, სასადილო ოთახი, გასახდელები და უზარმაზარი მისაღები ოთახი. გარდა ამისა, სახლს აქვს დახურული სპორტული დარბაზი, ჩოგბურთის კორტი, საცურაო აუზი და ავტოფარეხი რამდენიმე მანქანისთვის.

256059515-926434871328094-24128629545245921-n-1636720226.jpg

ბილ გეითსის ქონება მედინაში

137 მილიარდი დოლარის წმინდა ღირებულებით, ბუნებრივია, რომ ბილ გეითსს აქვს საცხოვრებელი სახლი, რომელიც შეესაბამება მის ქონებას. ვაშინგტონში მდებარე ვილას Xanadu 2.0 წოდება და 127 მილიონი დოლარი ღირს. როგორც Economic Times აღნიშნავს, სახლს 80 000 დოლარის ღირებულების ნამუშევრები ამშვენებს. 60-ფუტიან აუზს აქვს წყალქვეშა დინამიკები დასვენებისთვის. გარდა ამისა, სახლს აქვს ბიბლიოთეკა, ბატუტი და ავტოფარეხი 10 მანქანაზე. გეითსმა ასევე დარგო 40 წლის ნეკერჩხლის ხე, რომელსაც კომპიუტერი აკონტროლებს.

250589626-582878182917685-3774049284622856570-n-1636720263.jpg

ჯეფ ბეზოსის ქონება ბევერლი ჰილზში

მეორე ადგილზეა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანი ჯეფ ბეზოსი. მან 165 მილიონი დოლარად Warner Estate შეიძინა. მამული 1937 წელს Warner Bros-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯეკ ლ. უორნერმა ააშენა. 13 600 კვ. მეტრზე აშენებულია ორი სასტუმრო სახლი, ჩოგბურთის კორტი და აუზი. სასახლეს აქვს პირველი კლასის დაცვა, რადგან ის გარშემორტყმულია მაღალი ღობეებით და დიდი კარიბჭეებით, რომლებიც ფარავს ქუჩის ხედს. ბეზოსის ქონებას აქვს ფართო ბარი, კინოთეატრი და ოფიციალური სასადილო ოთახი, რომელიც 14 სტუმარს იტევს.

255835694-1440020536392287-6118875386180958496-n-1636720281.jpg

დრეიკის სასახლე ტორონტოში

დრეიკმა თავის მშობლიურ ქალაქ ტორონტოში 100 მილიონ დოლარად შეფასებული ვილა ააშენა. სასახლეს "საელჩო" ეწოდა და აშენებულია 50000 კვადრატულ მეტრზე. ვილა არქიტექტორმა ფერის რაფაულმა დააპროექტა. სახლში არის დახურული კალათბურთი მოედანი და ჯილდოების დარბაზი. The Richest-ის ცნობით, მისი სასტუმროს მსგავსი სასახლის ერთ-ერთი დერეფანი მაისურებს ეძღვნება. მამულს აქვს საძინებელი 3200 კვ. ტერასით, სადაც დრეიკს უყვარს დასვენება ხანგრძლივი დღის შემდეგ. ყველაზე დამაინტრიგებელია ორსართულიანი კარადა, რომელშიც განთავსებულია მისი ექსკლუზიური ფეხსაცმლის კოლექცია და მდიდრული კარადები.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი