9 ყველაზე უცნაური და არაჩვეულებრივი სახლი, რომელსაც Airbnb-ზე ქირავდება

Euronews გვთავაზობს ყველაზე უჩვეულო და უცნაურ სახლებს, რომელთა ქირაობაც კომპანია Airbnb-ის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

808x539-cmsv2-7eddc568-fa23-5b56-948b-bd091b41c72b-6214106-1636720538.jpg

The Bubble Suite, მექსიკა

The Bubble Suite მექსიკის ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროა. ის ადგილობრივი მეღვინის ტერიტორიაზე მდებარეობს და მის სტუმრებს საოცარი ხედებით ტბკობის საშუალება აქვთ.

808x539-cmsv2-b5e75fe2-41f6-5501-a4bb-9d48a7974a6c-6214106-1636720572.jpg

ხის სახლი, ჰავაი, აშშ

Dreamy Tropical House 4.5 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხის სახლია, რომელიც ჰავაიში მდებარეობს. სახლის ქვედა სართულს უზარმაზარი ჰამაკი აქვს, სადაც სტუმრებს დროის გატარება შეუძლიათ.

cd17b75f-9aee-4f68-b80d-dde84996fb4b-1636720625.jpg

Seashell House, მექსიკა

Seashell House უჩვეულო დიზაინის მქონე, ნიჟარის ფორმის სასტუმროა, რომელიც მექსიკის კუნძულ მუიერესში მდებარეობს.

808x721-cmsv2-9599f258-19cb-5e40-a2c7-35550cac9308-6214106-1636720661.jpg

Castle in Galway, ირლანდია

Castle in Galway მცირე ზომის ციხესიმაგრეა, რომელიც 1400-იან წლებში აშენდა. სასტუმრო შუა საუკუნეების თემატიკით არის მოწყობილი.

808x539-cmsv2-86ff0d86-ebbf-5e67-ba12-11fe1bb5a886-6214106-1636720684.jpg

Snow Igloo, ფინეთი

თუ სუსხიანი ზამთრის დროს ჩრდილოეთის ციალის ნახვა გსურთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ სასტუმრო Snow Igloo-ს, რომელიც ჩრდილოეთ ჩინეთში მდებარეობს. სასტუმროს კედლები და ავეჯი ყინულისგანაა დამზადებული.

808x528-cmsv2-0a3be19d-5bd7-50f5-b8e5-58817ce4fd40-6214106-1636720704.jpg

Cabana Floripa, ბრაზილია

Cabana Floripa ბრაზილიის უჩვეულო სასტუმროა, რომელიც მთლიანად გადამუშავებული რესურსებისგან არის დამზადებული. სასტუმროს მეპატრონეებმა მის ასაგებად გადაყრილი ავეჯი, მინები და ბოთლები გამოიყენეს.

808x951-cmsv2-aa4115ca-61a2-5cad-93e0-1a0c6220a33a-6214106-1636720727.jpg

Iconic Cube House, ნიდერლანდები

Iconic Cube House ნიდერლანდების გამორჩეული სასტუმროა, რომელსაც კუბების ფორმა აქვს. სასტუმრო როტერდამის ისტორიულ ცენტრთან ახლოს მდებარეობს.

808x539-cmsv2-bf0da736-8621-5362-8647-043fe1b216e4-6214106-1636720767.jpg

Bird Island, ბელიზი

თუ შვე3ბულების მარტოობასა და სიმშვიდეში გატარება გსურთ ბელიზში მდებარე სასტუმრო Bird Island-ს უნდა ესტუმროთ. მცირე ზომის კუნძულზე მხოლოდ ერთი სასტუმროა.

808x539-cmsv2-b9f54a66-9990-5c71-95e7-094809f54e89-6214106-1636720793.jpg

Yellow and Blue Container House, ტეხასი, აშშ

Yellow and Blue Container House ძალიან პატარა სასტუმროა, რომელიც მაქსიმუმ 2 ადამიანს იტევს. ის თავდაპირველად ტვირთების გადასატანი კონტეინერი იყო, რომელიც შემდეგ მყუდრო სასტუმროდ გადააკეთეს.

ბექა ბერიაშვილი