რა გვყოფნის და რა არა - როგორია ადგილობრივი პროდუქციის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს თვითუზრუნვეყოფის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყურძენს, ცხვრის და თხის ხორცს აქვს, ყველაზე დაბალი კი - ხორბალზე მოდის.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ყურძნით თვითუზუნველყოფა 145%-ს შეადგენს, ცხვრის და თხის ხორცის - 102%-ს, ხოლო ხორბლის 15%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ 85%-ის იპორტს ვახორციელებთ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, მონაცემებს პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის შესახებ:

  • სიმინდი - 68%
  • კარტოფილი - 92%
  • ბოსტნეული - 63%
  • ყურძენი - 145%
  • ხორცი - 49%
  • მრპ- ს ხორცი - 77%
  • ღორის ხორცი - 51%
  • ფრინველის ხორცი - 34%
  • რძე და რძის პროდუქტები - 81%
  • კვერცხი - 97%
  • ცხვრის და თხის ხორცი - 102%
  • ხორბალი - 15%

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გაზრდილია კვერცხის, ფრინველის, ასევე ღორის ხორცისა და ბოსტნეულის თვითუზრუნვეყოფის მაჩვენებელი. კერძოდ, 2019 წელს, კვერცხით თვითუზრუნელყოფა შეადგენდა 91%-ს, ფრინელის ხორცით - 31%-ს, ღორის ხორცით - 44%-ს, ხოლო ბოსტნეულით - 62%-ს.

ამასთან, შემცირებულია: სიმინდის, კარტოფილის, ყურძნის, ცხვრისა და თხის ხორცის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები. საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს სიმინდით თვითუზრუნველყოფა შეადგენდა - 70%-ს, კარტოფილით - 93%-ს, ყურძნით - 151-ს, ცხვრისა და თხის ხორცით - 158%-ს.

რაც შეეხება ხორბალს, რძისა და რძის პროდუქტებს, ორი წლის განმავლობაში მაჩვენებელი უცვლელია.

ნინი ქეთელაური