ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი, რომელიც გარემოსდაცვითი პოლიტიკის გამო როგორც ადგილობრივებმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ გააკრიტიკა, აცხადებს, რომ ქვეყანა დიდ კომპანიებთან ერთად კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად გზების გამონახვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს.
„მოსახლეობის გადაწყვეტილება სრულიად გასაგებია და ახლა დროა, კერძო სექტორმა და კომპანიებმა პოლიტიკა შეცვალონ“, - აღნიშნა მან.
სკოტ მორისონმა გასულ თვეში განაცხადა, რომ 2050 წლისთვის ქვეყანა შეეცდება კარბონ-ნეიტრალური გახდეს, თუმცა ამ მიზნის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა არ მომხდარა. გარდა ამისა, მისმა მთავრობამ უარი განაცხადა შეუერთდეს ევროკავშირისა და აშშ-ს ინიციატივას, რომელიც 2030 წლამდე მეთანის გამოყოფის 30%-ით შემცრებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ავსტრალია მსოფლიოში ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და მომხმარებელია.