„მომდევნო 3 წელიწადში, წლიურად მინიმუმ 4 მილიარდი დოლარი/ევროს შემოდინებაა საჭირო, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს 3% -იან ნიშნულს,” - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მომდევნო 3 წლის განმავლობაში წლიურად მინიმუმ 4 მილიარდი დოლარი/ევროს შემოდინებაა საჭირო, (ინვესტიცია) რომ ინფლაცია დაუბრუნდეს 2023-2024 წლებისათვის საბაზისო 3% - იან ნიშნულს.
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, მონეტარული და ეკონომიკური “ტურბულენტობის” ფონზე ეს ყოველივე უტოპიაა.
ნამახვან ჰესის მაგალითზე მსხვილი ინვესტიცია უფრო უტოპიაა.
ექსტრაპოლაციურ დაპროგნოზებაში არსებული 12.8% - იანი ინფლაცია გაიზრდება 13.05 % - მდე რაც მსოფლიო ინფლაციურ რეიტინგში აგვწევს 16 - ე პოზიციაზე.
ასევე დაპროგნოზებით 16.7% - ით გაიზრდება ფასები სამომხმარებლო კალათაზე და გაუფასურდება ლარი 4 პუნქტით.
საგარეო ვალის დამატება (35 მილიარდი უკვე გვაქვს და 2022 წელს 4.5 მილიარდ ლარს კვლავ ვსესხულობთ) ნიშნავს იმას, რომ აი ეხლა ამ წამს ბავშვი რომ დაიბადა 2021 წელს, მისი ვალი შეადგენს 8500 ლარს, ხოლო 2022 წელს რომ დაიბადება, უკვე ექნება 9200 ლარი ვალი.
როდესაც ოჯახში ეკონომიკური კრიზისია, ოჯახი იწყებს ხარჯების შემცირებას და არა ვალის აღებას. ჩვენ ვალსაც ვიღებთ და დამატებით 2022 წელს 183 მილიონი ლარით ვზრდით ადმინისტრაციულ ხარჯს,“-წერს აბესაძე.