Johnson & Johnson 2 ნაწილად გაყოფას გეგმავს

ამერიკული კომპანია Johnson & Johnson აპირებს გაიყოს ორ საჯარო კომპანიად. ამის შესახებ ინფორმაცია The Wall Street Journal-ში გავრცელდა. გაზეთთან ინტერვიუში კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ალექს გორსკიმ ისაუბრა.

მისი თქმით, განყოფილება, რომელიც აწარმოებს სამომხმარებლო პროდუქციას, განცალკევდება ძირითადი ფარმაცევტული ბიზნესისგან და შექმნის ახალ კომპანიას.

„საუკეთესო გზა მდგრადი განვითარებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში და ჩვენი კლიენტებისა და პაციენტების საუკეთესოდ მომსახურებისთვის უმჯობესია მოხდეს გაყოფა ჩვენი სამომხმარებლო და ფარმაცევტული ბიზნესების,“ - განაცხადა მან. გორსკიმ აღნიშნულის მიზეზად განმარტა, რომ კომპანიის განვითარების მიმართულება ბოლო წლებში მკვეთრად შეიცვალა.

მანვე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული რა ფორმით მოხდება გაყოფა, რა ერქმევა ახალ კომპანიას და ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი. მისი შეფასებით, სრული გაყოფა მომდევნო ორ წელიწადში უნდა მოხდეს.

კოკა კვირკველია