სექტემბერში ფქვილის იმპორტი 7-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში საქართველომ 4 009 ტონა ფქვილი (1,234 მლნ აშშ დოლარი) შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 532 ტონა (146.4 ათასი აშშ დოლარი).
,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 კომპანიის ჩამონათვალს, რომელსაც საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ფქვილი შემოაქვს:
- შპს იფქლი - კომპანია, 2010 წელს 17 თებერვალს დაარსდა. 30% ეკუთვნის ბაქარ ბაკურაძეს, 40% - შაქრო ბაკურაძეს, 30% კი - ვასილ ბაკურაძეს.
- შპს ელთი დისტრიბუცია - კომპანია 2010 წლის 11 მარტს დაარსდა და წილის 100% ლიეტუვის მოქალაქეს, არუნას მუშკაუსკას ეკუთვნის.
- შპს მზიური - კომპანია 2010 წელს არის დაარსებული. 100%-იან წილს აკაკი ახვლედიანი ფლობს.
- შპს ხვამლი 1 - კომპანია 2014 წლის 20 აგვისტოს დაარსდა. წილის 50% ამირან ღვაბერიძეს ეკუთვნის, დარჩენილი 50% კი, დავით საჯაიას.
- შპს დათვები-3 - კომპანია მიმდინარე წლის 19 მარტს დაფუძნდა და წილის 100% შოთა ზაქარაშვილს ეკუთვნის.
- შპს მარდი - კომპანია 2011 წლის 30 სექტემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის 50% ვასილ ვასაძეს, 50% კი ნუგზარ ღონიაშვილს ეკუთვნის. 2019 წლის 25 იანვრამდე, კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი ნუგზარ ღონიაშვილი იყო.
- შპს ეკოლუქსი - კომპანია 2013 წლის 28 მარტს დაარსდა. კომპანიაში 50%-იან წილს ვეფხვია ჯაჭვაძე ფლობს, 50%-იან წილს კი დავით იაღანაშვილი.
- შპს აპეტიტი - კომპანია 2019 წლის 15 ივლისს დაარსდა. წილის 100%-ის მფლობელ კი მერაბ ატოიანია.
- შპს აგროტრეიდი - კომპანია 2021 წლის 11 მარტს დაარსდა. წილის 100%-ის მფლობელი არის გიორგი საბაური.
- შპს აჭარა 2015 - კომპანია 2015 წლის 7 მაისს დაარსდა და კომპანიის წილის 100%-ს როინ ბერიძე ფლობს.
აღსანიშანვია, რომ კომპანიების რიგითობა შემთხვევითობის პრინციპით არის დალაგებული და არ არის იმპორტის მოცულობასთან კორელაციაში.