10 თვეში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლიურად 23%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 352.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი 3 392.4 მლნ აშშ დოლარი (24.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 959.8 მლნ აშშ დოლარი (22.3 პროცენტით მეტი) იყო.

ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 567.4 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტი შეადგინა.

თაია არდოტელი