Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1515 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1534 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 12 ნოემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1493 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6044 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.