საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელზეა.
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში უცხოეთიდან უკვე 1.912 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2020 წლის სრულ მაჩვენებელს 26.7 მლნ დოლარით აღემატება. შარშან ქვეყანაში სულ 1.885 მლრდ დოლარი გადმოირიცხა.
რაც შეეხება კონკრეტულად 2021 წლის ოქტომბერს, გასულ თვეს უცხოეთიდან 206,691 მლნ დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა, რაც 3 მლნ დოლარით ნაკლებია სექტემბერთან შედარებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს კი თითქმის 26 მლნ დოლარით აღემატება. კერძოდ, 2020 წლის ოქტომბერში უცხოეთიდან 181.729 მლნ დოლარი გადმოირიცხა, 2021 წლის სექტემბერში კი 209. 749 მლნ დოლარი.
2021 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი თანხა ისევ რუსეთიდან გადმოირიცხა - 36.250 მლნ დოლარი.
Top-10 ქვეყანა, საიდანაც ოქტომბერში ყველაზე დიდი მოცულობით ფულადი გზავნილები განხორციელდა:
რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს, 2021 წლის ოქტომბერში ფულადმა გზავნილებმა 30.299 მლნ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 23.870 მლნ დოლარი.