ლაოსმა საკუთარ ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის გამოყენება ოფიციალურად დასაშვები გახადა

ლაოსის ხელისუფლებამ ნებართვა გასცა საკუთარ ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის მოპოვების და მისი გამოყენებისთვის. ამის შესახებ გაზეთი Laotian Times ქვეყნის ტექნოლოგიების სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

მისი მონაცემებით, კრიპტოვალუტის მოპოვების და მისით ვაჭრობის უფლება მხოლოდ ადგილობრივ კომპანიებს შეუძლიათ. ამასთან, ისინი ვალდებულნი ხდებიან ლაოსის ბანკში შეიტანონ დეპოზიტზე 5 მილიონი დოლარი. კომპანიები ვალდებულები არიან მოგებიდან მიღებული შემოსავლის 15% გადასახდელის სახით გადაიხადონ.

როგორც ცნობილია, ლაოსის ხელისუფლებამ სექტემბერში ნება დართო კრიპტოვალუტის გამოყენების ექსპერიმენტს. კრიპტოვალუტის გამოყენების და მისი მოპოვების უფლება მიიღო ოთხმა სამშენებლო კომპანიამ, IT-კომპანიამ და სახელწმიფო ბანკმა JDB.

კოკა კვირკველია