თურქულმა ლირამ დოლართან გაუფასურების ისტორიული რეკორდი განაახლა

თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდა. სამშაბათს მისმა კურსმა 1 აშშ დოლართან მიმართებაში 10,16 ლირა შეადგინა. როგორც ირკვევა, ეს არის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა.

10.16 დოლართან მიმართებაში დღეს დილით დაფიქსირდა, ცენტრალური ბანკის მიერ მოქმედი კურსი კი 1 დოლართან მიმართებაში 10,01 ლირაა.

დოლართან მიმართებაში 10-იანი ნიშნული არის ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი ზღვარი თურქეთის მოსახლეობისთვის. თან ეს გაუფასურება კორელაციაშია ქვეყანაში დაფიქსირებულ მზარდ ინფლაციასთან. ოქტომბერში სამომხმარებლო ფასებზე ზრდამ 2,39% შეადგინა სექტემბერთან შედარებით, ხოლო წლიურ გამოხატულებაში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით ზრდა 19,89%-ია.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერებას სხვადასხვა ზომებით, მათ შორის, საპროცენტო განაკვეთების შემცირებით და ბიზნესის მხარდაჭერის გზით, თუმცა საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკა ვერ აჩერებს სამომხმარებლო ფასების ზრდას. უფრო მეტიც, ოქტომბერში ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტი დაიხურა 17 მილიარდი ლირას დეფიციტით, ხოლო მიმდინარე წლის 10 თვეში ბიუჯეტში ხარჯების გადაჭარბებამ შეადგინა 78 მილიარდი ლირა.

კოკა კვირკველია