9 თვეში რკინიგზამ დაახლოებით 11 მლნ ლარის მოგება ნახა

„საქართველოს რკინიგზამ“ 2021 წლის პირველი 9 თვის ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 9 თვეში რკინიგზის მოგებამ 10,9 მლნ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში რკინიგზამ სხვადასხვა შემოსავლის სახით სულ 408.9 მლნ ლარი მიიღო, ეს კი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 45 მლნ ლარით მეტია.

უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოსთვის რკინიგზა“ გასულ წლებში სოლიდურ ზარალზე იყო. 2020 წელს რკინიგზის ზარალმა 164.6 მლნ ლარი, ხოლო 2019 წელს 5.581 მლნ ლარი შეადგინა. 2018 წელს 716,539 მლნ ლარი, 2017 წელს კი რკინიგზამ ჯამში 154 მლნ ლარი იზარალა.

ცნობისათვის, „საქართველოს რკინიგზა“ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპარტნიორო ფონდია. კომპანია შედგება სამი ბიზნესერთეულისგან: ინფრასტრუქტურა, სატვირთო და სამგზავრო.

ნოდარ სირბილაძე