„მართლა კომიკურ ფორმას იღებს ის, რომ ეროვნული ბანკი გვეუბნება, კაცო, რატო გვაქვს ასეთი მაღალი ინფლაციაო, როდესაც ყველაზე დიდი გავლენა ინფლაციაზე სწორედ მას აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკის ფეხთით უნდა დავდოთ ძირითადი ბრალეულობა ინფლაციაზე“,- ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
კითხვაზე, რა გააკეთა ეროვნულმა ბანკმა არასწორად, რამაც მისცა პროვოცირება ფასების ზრდას? - გიგა ბედინეიშვილმა უპასუხა:
„ორი რამ, ერთი, ძირი გამოუთხარა ფაქტობრივად ლარს, იმით, რომ ძალადობრივად ცდილობს მარტო ლარში იყოს ყველაფერი. ლარში იყოს დანაზოგი, ლარში იყოს ტრანზაქციები, ლარიზაციის პროგრამა შემოიღო. ლარიზაციის პროგრამა ეს დაახლოებით იგივეა, როდესაც ძალით გატენიან რაღაცას, რაც ნდობას პირიქით ანგრევს ვალუტის მიმართ. კონკრეტულად ლარის მიმართ... როდესაც ეს რაღაც ხდება ძალადობრივი მეთოდებით. ბანკებს ისეთი კოეფიციენტები დაუწესეს, იძულებული იყვნენ ლარებში გაეცათ სესხები. ჭარბვალიანობის რაღაც სულელური ფილოსოფია შემოიღეს. ჯერ კიდევ დაწყებული, ბახტაძე რომ იყო პრემიერ მინისტრი მაგ დროს, ეროვნული ბანკის დახმარებით და მთელი ლარიზაციის პროგრამა იყო კატასტროფა და ფიასკო.
მეორე, აშკარაა, რომ უფრო მაღალი რეფინანსირების განაკვეთი სჭირდება ეკონომიკას. იმიტომ, რომ არ დაგვავიწყდეს, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა არის ინფლაციის რაღაც მიზნობრივ ფარგლებში ქონა. ზოგიერთ ეროვნულ ბანკს შეიძლება ორი ამოცანა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენი ეროვნული ბანკის შემთხვევაში, ერთი ამოცანა აქვს, ინფლაცია იყოს 3%“,- განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.