გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები უკვე აღარაა ფანტასტიკა

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო, ექიმებს საშუალება აქვთ ცვლილებები შეიტანონ დნმ-ს მოლეკულაში.

ახლო მომავალში მეცნიერები შეძლებენ, გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები შექმნან, მიიჩნევს ინგლისის, ბატას უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი. ერთ-ერთი მათგანი ტონი პერი, ცხოველთა კლონირების საქმის პიონერი, გენეტიკური რევოლუციის შესახებ აცხადებს. Scientific Reports-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, მან დაწვრილებით ისაუბრა თაგვის დნმ-ის მოლეკულაში ცვლილებების შეტანის ხელოვნურ გზებზე. ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში მეცნიერმა განაცხადა, რომ მის მიერ აღწერილი მეთოდის ეფექტურობა 100%-ს უახლოვდება. ”უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, გენეტიკური კვლევები იმდენად განვითარდა, რომ ”ახალშობილების კონსტრუირება” უკვე აღარ არის ფანტასტიკა”, - აცხადებს ტონი პერი. მისი თქმით, ადამიანის გენეტიკური მოდიფიკაციის მექანიზმები, დაავადებების ნიშნების აღმოსაფხვრელადაა შექმნილი, ამიტომ მთავრობა და საზოგადოება მზად უნდა იყოს სერიოზული დისკუსიებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით.