ვის ეკუთვნის Top-10 კომპანია, რომელსაც საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ზეთი შემოაქვს

საქართველოში ზეთის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში პროდუქციის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი იზრდება და 1-ლი დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ტონაზე 276,7 დოლარი გახდება. ეს მაჩვენებელი გამოთვლილია ინდიკატორული ფასით, რაც ტონაზე 1395,4 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი. ნოემბერში ეს გადასახადი ტონაზე 194,5 დოლარს შეადგენს.

,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ვის შემოაქვს საქართველოში ყველაზე დიდი ოდენობით როგორც რაფინირებული, ასევე ნედლი ზეთი 2021 წელს:

  • შპს ჯეოსტარი - კომპანია 2010 წლის 5 იანვარს დარეგისტრირდა. წილის 50%-ს არჩილ მაზიაშვილი ფლობს, 50% კი გია გოგოლაშვილი.
  • შპს ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია - კომპანია 2010 წლის 25 იანვარს დარეგისტრირდა. წილის 80%-ს კვიპროსში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ალპფორდიო სერვისიზი ფლობს, 3%-ს დავით ალავიძე, 6.52%-ს - უტა მაზიაშვილი. 6.73%-ს ასევე, კვიპროსზე რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მანდალორ ლიმითიდი. დანარჩენ 3%-ს კი ვლადიმერ დარჩიაშვილი.
  • შპს ორი ნაბიჯი - კომპანია ასევე 2010 წელს, 10 თებერვალს დარეგისტრიდა. კომპანია სამ ტოლ ნაწილადაა დაყოფილი 33.33%-ს გოჩა ცქიტიშვილი ფლობს, ამდენივეს ფლობენ კახი ბექაური და გიორგი ჩხეიძე.
  • შპს მზიური - კომპანია 2010 წლის 6 იანვარს დარეგისტრირდა. წილის 100%-ს კი აკაკი ახვლედიანი ფლობს. ცნობისათვის, კომპანია ასევე მოხვდა 2021 წელს ფქვილის ყველაზე მსხვილ იმპორტიორთა ათეულშიც.
  • შპს გიდანი - კომპანია 2010 წლის 1-ელ მარტს დარეგისტრირდა. წილის 90%-ს ემზარ გელაძე ფლობს, 10%-ს კი გურამ ბერიძე.
  • შპს დაფნა - კომპანია 2010 წლის 19 თებერვალს დარეგისტრირდა. წილის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ანადოლუ ინვესთმენთ კომპანი ფლობს, რომელიც აზერბაიჯანშია რეგისტრირებული.
  • შპს პოლა - კომპანია 2010 წლის 17 თებერვალს დარეგისტრირდა. წილის 100%-ს კი გივი გელაძე ფლობს.
  • შპს "გაგა 1" - კომპანია 2010 წლის 30 მარტს დარეგისტრირდა. წილის 100%-ს გიორგი ჯანუყაშვილი ფლობს.
  • შპს ალფა - კომპანია 2010 წლის 10 თებერვალს დარეგისტრირდა. წილის 100%-ს კობა კურდღელაშვილი ფლობს.
  • შპს ესენი - კომპანია 2017 წლის 29 თებერვალს დარეგისტრირდა. წილის 100%-ს კი მალხაზ ჯაბნიაშვილი ფლობს.

ინფორმაციისთვის, კომპანიების რიგითობა შემთხვევითობის პრინციპით არის დალაგებული და არ არის იმპორტის მოცულობასთან კორელაციაში. (წყარო - საქსტატი).

თამარ მუკბანიანი