იაპონიაში თვითმავალი ჩქაროსნული ექსპრესი “სინკანსენი“ პირველად გამოსცადეს

იაპონიის სარკინიგზო კომპანიის JR East-ის თანამშრომლებმა იაპონიაში პირველი ჩქაროსნული ექსპრესი „სინკანსანი“ გამოსცადეს, რომელიც ავტონომიური მართვის ფუნქციითაა აღჭურვილი. ამის შესახებ იაპონური ტელეკომპანია NHK იუწყება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სატესტო გასვლა მოხდა ნიიგატას პრეფექტურაში გასულ ღამეს. მემანქანე სათავო ვაგონში იმყოფებოდა და აკონტროლებდა მუშაობას, თუმცა არ შეხებია მართვის პანელს. ცდებისას „სინკანსენმა“ საცდელი მაქსიმალური 100 კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა, ამასთან არ წარმოქმნილა არანაირი გაუთვალისწინებელი სიტუაცია.

NHK-ს მონაცემებით, უპილოტო მატარებლებზე მუშაობა განაპირობა ქვეყნის მოსახლეობის დაბერების მაღალმა ტემპმა, რამაც შეიძლება მემანქანეების დეფიციტი გამოიწვიოს.

კოკა კვირკველია