მომავალი წლიდან ადამიანები ყვითელ მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ინტეგრირებული ტარიფით

„მომავალი წლიდან ადამიანები ყვითელ მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ინტეგრირებული ტარიფით,“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„იანვრიდან შემოგვაქვს სიახლეები, მათ შორის სააბონიმენტო სისტემა და ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით მიეწოდება საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია. გარდა ამისა, იქნება ტარიფის ინტეგრირებული სისტემა. როგორც იცით, მეტროს ბილეთის ყიდვის შემთხვევაში საათნახევრის განმავლობაში ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ავტობუსით და მიკროავტობუსით უფასოდ, დღეის მდგომარეობით ეს სისტემა ყვითელ მიკროავტობუსებში არ ვრცელდება, თუმცა, მოგვიანებით სრულად იქნება მოწესრიგებული და ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება შესაძლებელი გამოიყენოთ ეს ინტეგრირებული ტარიფი,“-აღნიშნა კალაძემ.

თაია არდოტელი