ყავა არაბიკა 2012 წლის მაქსიმუმამდე გაძვირდა

ნიუ-იორკის ICE Futures ბირჟაზე ყავის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი ერთ ფუნტზე 2,2 დოლარი გახდა.

სამშაბათს მიმდინარე ვაჭრობისას არაბიკას ჯიშის ყავაზე ფასი 2012 წლის იანვრის მაქისმუმადე გაძვირდა, წერს Trading Economics. გამოცემის ინფორმაციით, ამ პროდუქტზე ფასი მიმდინარე წელს 55%-ით არის გაზრდილი. არაბიკას ყავა, რომელზეც ყავის ინდუსტრიაში 75% მოდის, აპრილიდან მოყოლებული იზრდება.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყავის მოხმარება და წარმოება გაიზრდება, ხოლო მარაგები შემცირებას დაიწყებს. შესაბამისად, ფასები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, მათ შორის, გადაზიდვაზე ხარჯების გაზრდის და მუშახელის დეფიციტის გამოც. მოსავლის სიმწირე განაპირობა ბრაზილიაში ყინვებმა და გვალვამ, ხოლო კოლუმბიაში უხვმა ნალექმა. ამასთან, საზღვაო კონტეინერების დეფიციტის გამო ექსპორტი შემცირდა ვიეტნამიდან.

კოკა კვირკველია