ირანში ნავთობსადენი აფეთქდა

ირანის სამხრეთ ნაწილში ნავთობსადენი აფეთქდა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურა გახდა.

„შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - განაცხადა ნავთობით მდიდარი ხუზისტანის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ბიძგები იგრძნობოდა.