Apple დამოუკიდებლად შეკეთებისთვის ორიგინალი დეტალების გაყიდვას იწყებს

ამერიკული კორპორაცია Apple მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეიძინონ iPhone და Mac მოწყობილობების ორიგინალი დეტალები, რაც მათ საშუალებას მისცემს გაფუჭების შემთხვევაში დაზიანებული დეტალი თავად გამოცვალონ და არ მოუწიოთ სპეციალიზირებულ სერვისებში მისვლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

ამისათვის კი Apple აამოქმედებს სპეციალურ ინტერნეტ მაღაზიას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება 200-მდე დასახელების კომპონენტი. პირველ რიგში, გაყიდვაში ჩაეშვება ეკრანების, ელემენტების და კამერების შესაცვლელი დეტალები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველაზე ადრე მომხმარებლებს საჭიროების შემთხვევში საშუალება ექნებათ შეიძინონ დეტალები iPhone 12 და iPhone 13 მოდელებისთვის. მოგვიანებით გამოჩნდება M1 ჩიპის კომპიუტერ Mac-ის სათადარიგო ნაწილები. შტატებში დამოუკიდებლად შეკეთების სერვისი ამოქმედდება 2022 წლიდან, მოგვიანებით კი მასზე წვდომა დანარჩენი მსოფლიოსთვისაც გახდება შესაძლებელი.

კოკა კვირკველია