ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, რომლის თანახმადაც ორშაბათიდან რესტორნებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად არიან ვაქცინირებულები, ან ვირუსისგან ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოჯანმრთელდნენ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა დღეს განაცხადა.
ჩეხეთში, სამშაბათს, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი, 22 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, ჩეხეთში, სადაც დაახლოებით 10.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 58%.