Spotify სიმღერების მოსმენისას ტექსტების ჩვენებას იწყებს

სტრიმინგ სერვისმა Spotify ახალი ფუნქცია ჩაუშვა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სიმღერის მოსმენისას მისი ტექსტი ნახონ. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

„მოდი ვთქვათ, პირდაპირ და ღიად: მარტივია იცეკვო ნებისმიერი სიმღერის ფონზე, როცა შენ იცი მისი ტექსტი. აქედან გამომდინარე, დღეიდან Spotify მუსიკის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან, გაძლევთ საშუალებას იმღერონ ხმამაღლა და თავდაჯერებულად ტექსტების ჩაშვების შემდეგ“, - წერია განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ ტექსტი ნაჩვენები იქნება რეალურ დროში, ანუ სიტყვები ამოვა სიმღერის პარალელურად. ამავდროულად შეგიძლიათ ეს ტექსტი მეგობარსაც გაუზიაროთ სოციალურ ქსელებში.

აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომია როგორც ფასიან, ასევე უფასო ვერსიებში.

კოკა კვირკველია