საქართველოდან ნატურალური თაფლის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა - ქვეყნები, სადაც პროდუქტი გადის

საქართველოდან თაფლის ექსპორტი, მიმდინარე წლის 10 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, 31-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყნიდან 136.38 ტონა (492.9 ათასი აშშ დოლარი) თაფლი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 4.37 ტონა (35.1 ათასი აშშ დოლარი).

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, სადაც მიმდინარე წელს ნატურალური თაფლი გავიდა. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

ბულგარეთი - 63.15 ტონა (147.7 ათასი აშშ დოლარი)

საფრანგეთი - 43.8 ტონა (196.9 ათასი აშშ დოლარი)

რუსეთი - 10 ტონა (7.5 ათასი აშშ დოლარი)

ყატარი - 4 ტონა (26.2 ათასი აშშ დოლარი)

ყაზახეთი - 3.9 ტონა (17.2 ათასი აშშ დოლარი)

ჰონ-კონგი - 3 ტონა (24 ათასი აშშ დოლარი)

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 3 ტონა (19.6 ათასი აშშ დოლარი)

აშშ - 2.2 ტონა (20.4 ათასი აშშ დოლარი)

საუდის არაბეთი - 1.1 ტონა (10.3 ათასი აშშ დოლარი)

ჩეხეთი - 1 ტონა (9.3 ათასი აშშ დოლარი)

გარდა ამისა, საქართველოდან ნატურალური თაფლი გადის შემდეგ ქვეყნებშიც: აზერბაიჯანი, კანადა, იაპონია, სინგაპური, ბაჰრეინი, გერმანია.

ნინი ქეთელაური